მონაცემთა სუბიექტზე უფლებები იხილეთ ბმულზე: https://noste.w3i.com.ge/wesebi-da-pirobebi/
ხშირად დასმული კითხვები
შეგიძლიათ გაგვიზიაროთ შემოთავაზებები და კითხვები შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: noste.marketing@gpp.ge
-
ნოსტეს ხორცპროდუქტების ფასების სანახავად გადადით ბმულზე
-
ნოსტეს საფირმო მაღაზიების სამუშაო საათები: 09:00 – 20:00 შესვენება: 15:00 – 16:00 მისამართების სანახავად გადადით ბმულზე
-
ნოსტეს ნედლი ხორცპროდუქტების შეძენა შესაძლებელია ჩვენს ოთხმოცამდე საფირმო მაღაზიაში, საქართველოს მასშტაბით ან პარტნიორ ქსელურ სუპერმარკეტებში: კარფური, ფრესკო, გუდვილი.
-
ნოსტეს გაყინული ხორცპროდუქტების შეძენა შესაძლებელია ჩვენს პარტნიორ ქსელურ სუპერმარკეტებში – ფრესკო, გუდვილი.
-
შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიის – გლოვოს/ვოლტის ადგილზე მიტანის სერვისით. დისტანციურად შესაძენად, გლოვოს/ვოლტის აპლიკაციაში მოძებნეთ ნოსტეს პროდუქცია. ადგილზე მიტანის ტარიფი ცვალებადია და დამოკიდებულია მანძილზე. მიტანის ზუსტ ტარიფს ნახავთ გლოვოს აპლიკაციაში, შეკვეთის დადასტურებამდე.
-
ნოსტეს წარმოების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად გადადით ბმულზე.
-
მომხმარებლებისათვის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქციის მიწოდებისათვის კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობისა და კონტროლის მსოფლიო სისტემა HACCP. სურსათის კონტროლის მექანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირება მომხმარებლისათვის ჰორმონალური და გენმოდიფიცირებული დანამატებისაგან თავისუფალი პროდუქციის მიწოდების გარანტიაა.
ასევე საწარმოში არის სურსათის უვნებლობისგან გამოყოფილი ვეტერინარი, რომელიც ადგილზე ახორციელებს პროცესების კონტროლს.
ამას გარდა, ფრინველს დაკვლამდე უტარდება მიკრობიოლოგიური ანალიზი და მხოლოდ დადებითი პასუხის მიღების შემდგომ ხორციელდება მათი გადაყვანა სასაკლაოზე.
-
„ნოსტე“-ს ქათმის ხორცპროდუქტების განსაკუთრებულ გემოს და ხარისხს ფრინველისთვის მიწოდებული საკვები განაპირობებს, რომელიც სრულიად მცენარეულია. საკვების ძირითად ნაწილს სიმინდი წარმოადგენს ხოლო, რაციონის მცირე ნაწილი შედგება სხვადასხვა მარცვლეულისგან, რომლებიც მდიდარია მცენარეული ცილებით, მაგნიუმით, რკინითა და B ჯგუფის ვიტამინებით. ყველაფერი ეს კი წარმოადგენს ბიოლოგიურად სუფთა ხორცპროდუქტის წარმოების სტანდარტს.
-
სამწუხაროდ ტელეფონის საშუალებით ფილიალებთან დაკავშირება არ არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე ცხელი ხაზიც არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა ნოსტესთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ და მიიღოთ პასუხი ონლაინ კომუნიკაციის საშუალებით.
-
გთხოვთ თქვენი წინადადება მოგვწეროთ მეილზე: noste.marketing@gpp.ge , განიხილავს შესაბამისი დეპარტამენტი და დაგიკავშირდებით.
