მონაცემთა სუბიექტზე უფლებები იხილეთ ბმულზე: https://noste.w3i.com.ge/wesebi-da-pirobebi/
ფრინველის ზრდა და კვება
კასპის რაიონში მდებარე ნოსტეს მეფრინველეობის საწარმოებში ბროილერის ჯიშის მეხორცული ქათმები იზრდება. ფრინველის საკვების საამქრო აღჭურვილია საკვების თანამედროვე შესანახი სილოსებით, რომელიც უზრუნველყოფს ფრინველის საკვები მარცვლეულის სისუფთავეს და მისთვის სათანადო ტენიანობის შენარჩუნებას. მიკრობიოლოგიური ანალიზი უტარდება ფრინველისთვის მისაწოდებელ სასმელ წყალსაც.
ნოსტეს ქათმის ხორცპროდუქტების სიჯანსაღე და გამორჩეული გემური თვისებები განპირობებულია ფრინველისთვის მიწოდებული ვიტამინებითა და მინარელებით დაბალანსებული ნატურალური საკვებით. დადგენილ რაციონში არ ხდება ცხოველური ცხიმების ფრინველისთვის მიწოდება რაც თავის მხრივ გამორიცხავს ანტიბიოტიკების გამოყენების საჭიროებას და უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალი კვებითი ღირებულების ხორცპროდუქტის წარმოებას.
დაკვლამდე ფრინველს უტარდება მიკრობიოლოგიური ანალიზი. მხოლოდ დადებითი პასუხის მიღების შემდგომ ხორციელდება მათი გადაყვანა სასაკლაოზე. გადამამუშავებელ საწარმოში მიმდინარე პროცესები ყოველდღიურად, მკაცრად კონტროლდება სურსათის უვნებლობის სამსახურისგან გამოყოფილი ვეტერინარის მიერ, რომელიც ადგილზე ახორციელებს მიმდინარე პროცესების დეტალურ კონტროლს.
ჯანსაღი და გემრიელი კერძის მოსამზადებლად – მთავარია, ქათამი იყოს ნოსტე!







