მონაცემთა სუბიექტზე უფლებები იხილეთ ბმულზე: https://noste.w3i.com.ge/wesebi-da-pirobebi/
ნოსტეს წარმოება
ნოსტეს მეფრინველეობის საწარმო წარმოადგენს მასშტაბურ და კომპლექსურ აგროსამრეწველო ერთეულს საქართველოში. საწარმო ახორციელებს ქათმის ნედლი ხორცპროდუქტების წარმოების სრულ ციკლს, რომელიც მოიცავს პროდუქტის შექმნის მთელ ჯაჭვს — დაწყებული ფრინველის მოშენებითა და კვებით, დასრულებული ხორცის გადამუშავებით, შეფუთვითა და დისტრიბუციით.
მომხმარებლებისათვის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქციის მიწოდების მიზნით, ნოსტეს საფირმო მაღაზიებში და საწარმოებში დანერგილია სურსათის უვნებლობისა და კონტროლის მსოფლიო სისტემა HACCP – რაც მომხმარებლისთვის ჰორმონალური და გენმოდიფიცირებული დანამატებისაგან თავისუფალი პროდუქციის მიწოდების გარანტიაა.
ნოსტეს წარმოება თანამონაწილეა ICARS (საქართველოს გარემოს დაცვისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის გადაწყვეტილების საერთაშორისო ცენტრი) პროექტის, რომელიც მიზნად ისახავს მოხდეს ანტიბიოტიკების გამოყენების შემცირება ფრინველის საკვებში. აღნიშნული ემსახურება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განვითარების შემცირებას და ხელს უწყობს ანტიბიოტიკების ეფექტურობის შენარჩუნებას რეალური საჭიროების შემთხვევაში, როგორც ფრინველებში, ასევე ადამიანებში.








