დისტრიბუცია და გაყიდვების წერტილები

კომპანია „ჯი პი პი“ ფლობს საკუთარ სადისტრიბუციო სამსახურს, რომელიც ყოველდღიურად ახორციელებს ქათმის ნედლი ხორცპროდუქტების ტრანსპორტირებას კასპის რაიონში მდებარე ნოსტეს საწარმოებიდან – გაყიდვის წერტილებამდე.

ხორცპროდუქტების ტრანსპორტირება ხორციელდება სპეციალური სამაცივრე მანქანების საშუალებით, რომლებიც უზრუნველყოფს ნედლი ხორცპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის სათანადო ტემპერატურულ პირობებს და წარმოადგენს მომხმარებლისათვის ჯანსაღი პროდუქტის მიწოდების გარანტიას.

ჩვენი სადისტრიბუციო სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით მუდმივად ამარაგებს ნოსტეს ოთხმოცზე მეტ საფირმო მაღაზიას ქათმის ახალი ხორცპროდუქტებით. ნოსტეს ფილიალებს შეხვდებით თბილისის თითქმის ყველა უბანში და ასევე, წყნეთში, რუსთავში, მცხეთაში, კასპში, გორში, გარდაბანში, გურიაში, ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთში, სამტრედიაში, სენაკში, ფოთში, ზუგდიდსა და კახეთში.

გარდა ზემო აღნიშნულისა, „ჯი პი პი“-ს სადისტრიბუციო სამსახური ასევე უზრუნველყოფს პარტნიორი კომპანიების და ქსელური სუპერმარკეტების – გუდვილი, ფრესკო, კარფურის უწყვეტ მომარაგებას ნოსტეს ქათმის ხორცპროდუქტებით.

ოპერატორი მალე გიპასუხებთ

I will be back soon

მოგესალმებით,

მადლობა, რომ დაგვიკავშირდით. გავეცნობით თქვენს წერილს და გიპასუხებთ პირველივე შესაძლებლობისთანავე.

" Hello,
Thank you for contacing us, we will analyze your message and respond as soon as possible. "
messenger
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.