Eng “ნოსტე” – ქათმის ხორცპროდუქტების გამორჩეული გემო და კვებითი ღირებულებები

კომ­პა­ნი­ამ “ჯი პი პი“-მ ქარ­თუ­ლი ქათ­მის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა 2019 წელს კას­პში – სო­ფელ ნოს­ტე­ში და­ი­წყო, რა­საც და­უ­კავ­ში­რა სა­ვაჭ­რო ნიშ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა “ნოს­ტე“. ნოს­ტეს მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის სა­წარ­მო­ე­ბი ქ. კას­პში 50 ჰექ­ტარ­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი, ხუთ სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე (სოფ­ლე­ბი: მე­ტე­ხი, ბარ­ნა­ბი­ანთკა­რი, ახალ­ქა­ლა­ქი, ნოს­ტე, კავ­თის­ხე­ვი), სა­დაც ბრო­ი­ლე­რის ჯი­შის მე­ხორ­ცუ­ლი ქათ­მე­ბი იზ­რდე­ბა. კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვილ და კომ­პლექ­სურ სა­წარ­მო­ებს ფლობს, რო­მე­ლიც წარ­მო­ე­ბის სრულ ციკლს ახორ­ცი­ე­ლებს.

სა­წარ­მო­ე­ბი სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლია ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი და­ნად­გა­რე­ბით, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ფრინ­ვე­ლის ზრდის­თვის სა­ჭი­რო სუფ­თა და ჯან­საღ გა­რე­მოს. მე­ურ­ნე­ო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­წყო­ბი­ლია მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბით, შე­დე­გად წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა პრო­ცე­სი ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით.

ნოს­ტეს ქათ­მის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის გა­მორ­ჩე­ულ გე­მოს და კვე­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბებს გა­ნა­პი­რო­ბებს ფრინ­ვე­ლის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბით და მი­ნე­რა­ლე­ბით მდი­და­რი ნა­ტუ­რა­ლუ­რი საკ­ვე­ბი. რა­ცი­ონ­ში არ ხდე­ბა არა­ნა­ი­რი ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მე­ბის და­მა­ტე­ბა, რაც თა­ვის მხრივ გა­მო­რი­ცხავს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას და უზ­რუნ­ველ­ყოფს ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მა­ღა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბას.

ნოს­ტეს ფრინ­ვე­ლის საკ­ვე­ბი არის სრუ­ლად მცე­ნა­რე­უ­ლი – სა­ი­და­ნაც ძი­რი­თად ნა­წილს სი­მინ­დი წარ­მო­ად­გენს, ხოლო რა­ცი­ო­ნის მცი­რე ნა­წი­ლი შედ­გე­ბა სხვა­დას­ხვა მარ­ცვლე­უ­ლის­გან რომ­ლე­ბიც მდი­და­რია მცე­ნა­რე­უ­ლი ცი­ლე­ბით, მაგ­ნი­უ­მით, რკი­ნით და B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­ად­გენს ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბის გა­რანტს. სწო­რედ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და უსაფრ­თხო პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სათ­ვის კომ­პა­ნი­ა­ში და­ნერ­გი­ლია სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბი­სა და კონ­ტრო­ლის მსოფ­ლიო სის­ტე­მა HACCP. სურ­სა­თის კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა მომ­ხმა­რებ­ლი­სათ­ვის ჰორ­მო­ნა­ლუ­რი და გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და­ნა­მა­ტე­ბი­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბის გა­რან­ტი­აა.

ამავდრო­უ­ლად, ნოს­ტეს წარ­მო­ე­ბა თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა ICARS (სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი რე­ზის­ტენ­ტო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი) პრო­ექ­ტის, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს მოხ­დეს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა ფრინ­ვე­ლის საკ­ვებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი რე­ზის­ტენ­ტო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას და ხელს უწყობს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას რე­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც ფრინ­ვე­ლებ­ში, ასე­ვე ადა­მი­ა­ნებ­ში.

აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ფრინ­ვე­ლის საკ­ვე­ბის სა­ამ­ქრო აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე საკ­ვე­ბის შე­სა­ნა­ხი სი­ლო­სე­ბით, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ფრინ­ვე­ლის საკ­ვე­ბი მარ­ცვლე­უ­ლის სი­სუფ­თა­ვეს და მის­თვის სა­თა­ნა­დო ტე­ნი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი უტარ­დე­ბა ასე­ვე ფრინ­ვე­ლის­თვის მი­სა­წო­დე­ბელ სას­მელ წყალს.

დაკ­ვლამ­დე ფრინ­ველს უტარ­დე­ბა მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი და მხო­ლოდ და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის მი­ღე­ბის შემ­დგომ ხორ­ცი­ელ­დე­ბა მათი გა­დაყ­ვა­ნა სა­საკ­ლა­ო­ზე. სა­წარ­მო­ში მიმ­დი­ნა­რე სრუ­ლი პრო­ცე­სი მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის­გან გა­მო­ყო­ფი­ლი ვე­ტე­რი­ნა­რის მიერ, რო­მე­ლიც ნოს­ტეს სა­წარ­მო­ებ­ში ად­გილ­ზე ახორ­ცი­ე­ლებს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის დე­ტა­ლურ კონ­ტროლს.

ნოს­ტეს ყო­ველ­დღი­უ­რად ახა­ლი ნედ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია მის ოთხმო­ცამ­დე სა­ფირ­მო მა­ღა­ზი­ა­ში და ასე­ვე პარტნი­ორ ქსე­ლურ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში: გუდ­ვი­ლი, ფრეს­კო, კარ­ფუ­რი.

Interactive Chicken

ოპერატორი მალე გიპასუხებთ

I will be back soon

მოგესალმებით,

მადლობა, რომ დაგვიკავშირდით. გავეცნობით თქვენს წერილს და გიპასუხებთ პირველივე შესაძლებლობისთანავე.

Messenger
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.